მთავარისაქართველო„გზები არსებითად არის გაწმენდილი” - ირაკლი კობახიძე

„გზები არსებითად არის გაწმენდილი” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სალიკვიდაციო შტაბის ლიდერები აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად გამოწვეულ ვითარებას გაეცნენ – ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით შტაბის სამთავრობო წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებისგან ძლიერი თოვის შედეგად გამოწვეული პრობლემების დეტალები მოისმინეს.


.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრობლემები ყველაზე მეტად შეიქმნა ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები გაწმენდილია.

„იცით, რომ ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები. როგორც მოგეხსენებათ, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა, როგორც გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან ჩაირთვება ელექტროენერგიაც“, – განაცხადა კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend