მთავარიკუბისტიქია გურიაში - მოქალაქეები კვლავ ითხოვენ შველას

სტიქია გურიაში – მოქალაქეები კვლავ ითხოვენ შველას

სოციალურ ქსელებში გურიის მცხოვრებნი დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების შესახებ წერენ და კვლავ ითხოვენ დახმარებას. ადგილობრივების ნაწილი ითხოვს, დაუყოვნებლივ ევაკუაციას იმ სოფლებიდან და დაბებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ გარესამყაროს არიან მოწყვეტილი. ვრცელდება დაზიანებული სახურავებისა თუ დანგრეული სახლების ამსახველი ფოტოებიც.

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი – „მოხალისეები გურიისთვის“. სწორედ ამ ჯგუფში ქვეყნდება ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც სტიქიის ზონაში დახმარება ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნა ონლაინრუკა, რომელზეც სწორედ ის ადგილებია დატანილი, საიდანაც სოციალურ ქსელების მეშვეობით დახმარებას ითხოვენ.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები. უწყების ცნობით, ადგილზე 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მაშველებმა მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია და მათთვის პირველადი დახმარების გაწევა უკვე შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკოორდინაციო შტაბი მოუწოდებს მოხალისეებს, რომ შტაბთან კოორდინაციის გარეშე სამაშველო სამუშაოებში არ ჩაერთონ.

„გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება”, – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend