გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი ფრიდრიხ მერცი გამოეხმაურა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მესამე წლისთავს.
„სამი წელი რუსეთის აგრესიული ომიდან უკრაინის წინააღმდეგ. სამი წელი ომი ევროპაში. სამი წელია, თან გვახლავს ნგრევისა და ომის დანაშაულის საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს”, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
Today marks three years since Russia’s aggression against Ukraine began. Georgia and its people stand with Ukraine.
Our future is shared. We also deserve a just and lasting peace, united in a free and independent Europe. pic.twitter.com/y5hKbkhZO5
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 24, 2025
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს: „თქვენი ქვეყნის, თქვენი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო მომავლის დაცვის მესამე წელია. ქართველი ხალხი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენი პატივისცემა თქვენს გამბედაობასა და გამძლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.
