დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ზელენსკისა და ზოგადად, ომზე უკრაინაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი“ უწოდა.
„რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ „ტვიტის“ გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება: ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში“, – განაცხადა ანალენა ბაერბოკმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სულ სამი თვის წინ, რაღაც მსგავსი რომ ამერიკის პრეზიდენტს ეთქვა, ხმამაღლა გავიცინებდი. დონალდ ტრამპი 200%-ით მართალია. გაკოტრებული ჯამბაზი…” – წერს დიმიტრი მედვედევი პლატფორმა X-ზე.
„დიდი ცინიზმია საჭირო იმისთვის, რომ ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო“, – წერს სოციალურ ქსელში პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტი.