კატეგორიები
დონალდ ტრამპს დასავლელი ლიდერები ეხმაურებიან
კუბი

დონალდ ტრამპს დასავლელი ლიდერები ეხმაურებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ და „ზომიერად წარმატებული კომიკოსი“ უწოდა. სწორედ ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დასავლელი ლიდერების მხრიდან გამოხმაურება არ წყდება.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ახლა უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად უნდა იმოქმედონ. ის ასევე ამბობს, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ომის დანაშაულზე და სანქციები უნდა დარჩეს იქამდე, ვიდრე აგრესია არ შეჩერდება.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არასწორი და საშიშია ვოლოდიმირ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. მისი თქმით, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სახელმწიფოს არჩეული მეთაურია.

„ის რომ მორიგი არჩევნები შეუძლებელია ჩატარდეს ომის შუაგულში, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს. არავინ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო”, – აცხადებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

Latest video