კიევის მცხოვრებთა ნაწილი კვირას აღელვებული იყო უკრაინაში მოსკოვის სამხედრო კამპანიის დასრულების მიზნით აშშ-სა და რუსეთს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო.
ოთხშაბათს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმდნენ რომ შესაბამის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ დაეწყოთ მოლაპარაკებები ომის დასრულებაზე. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც უკრაინის ლიდერებსა და მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ დისკუსიები მათი ქვეყნის მომავალზე მათ გარეშე იმართება.
კიევის მკვიდრი ოლექსანდრი ამბობს, რომ იგი როგორც უკრაინელი ისურვებდა, რომ ახლავე დაიბრუნონ მათი ყველა ტერიტორია. თუმცა ჩნდება კითხვა რამდენად შესაძლებელია? ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს, თუმცა იმედი აქვს და სწამს, რომ ეს ასე მოხდება
71 წლის ლიდია ოდინცოვამ, რომელიც კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეგვხვდა, გვეუბნება, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა უსამართლობად ჩაითვლება.
კიევის მკვიდრს ლიდია ოდინცოვას სჯერა, რომ უკრაინისთვის უნდა მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ცეცხლის შეწყვეტა მას დამარცხებად მიაჩნია. მისი თქმით, ამდენი ხანია იბრძვიან ამდენი გმირი დაიღუპა. სვამს კითხვას როგორი იქნება შერიგება ან ვისთან უნდა შერიგდნენ?
ერთ-ერთი მოქალაქე ვალერი სემენი ამბობს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებები პუტინთან საბოლოო ჯამში მსოფლიო ომს გამოიწვევს.
კიევის მკვიდრი ვალერი სემენი ამბობს, რომ ეს მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს. სხვა ვერაფერს იტყვის ამ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, უკრაინა ომშია და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საწყალი ევროპა. მისი აზრით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი მსოფლიო ომისკენ, ხოლო პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს, აგრესორს სახე შეუნარჩუნოს.
ტრამპის განცხადებამ დიდი დიპლომატიური მღელვარება შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს წყალგამყოფი მომენტია უკრაინისა და ევროპისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს, რომელშიც არ იქნება ჩართული მისი ქვეყანა. ევროპულმა მთავრობებმაც მოითხოვეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან.