საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე, თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები დაუშინეს.
ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. მისი თქმით, საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთან.
The brutal Ivanishvili regime has attacked Legitimate Georgian President @Zourabichvili_S & former Georgian PM Giorgi Gakharia. Enough! Georgia is descending into a nightmarish dictatorship aligned fully with US adversaries. We need immediate sanctions & free and fair elections
— Joe Wilson (@RepJoeWilson) February 18, 2025
„ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.
პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება სალომე ზურაბიშვილისთვის აეროპორტში კვერცხების სროლას. მისი განცხადებით, თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ, როცა ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს.