გერმანიის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სოციალურ ქსელში რუსული პროპაგანდა ვრცელდება. რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ქსელები ტერორისტული თავდასხმის შესახებ ყალბი ანგარიშებიდან გზავნილებს ავრცელებენ. მიზანი კი არჩევნების წინ შიშისა დათესვა და ამომრჩეველთა აქტივობის დათრგუნვაა. ამ ინფორმაციას გერმანიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ადასტურებენ.
დეზინფორმაციული გზავნილების სამიზნეს კი, საზოგადოების ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც შეშინებულია გერმანიაში მოხშირებული თავდასხმით, რომელშიც ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ. ასევე ყალბი ანგარიშები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ხმა მისცენ კრემლის მიმართ ლოიალურ, ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის.”