მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული არმიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული არმიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. მსოფლიო ლიდერები ახალ მსოფლიო წესრიგზე და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე მსჯელობენ.

რა თქმა უნდა, მთავარი უკრაინაა და ის, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არ მიიღებს არც ერთ გარიგებას, რომელიც უკრაინის გარეშე შედგება.

ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მხოლოდ ევროპა, ამერიკის გარეშე, ვერ შეუქმნის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს.

“მაგრამ ამერიკა გარანტიებს არ წარმოადგენს, თუ ევროპა არ შექმნის ძლიერ გარანტიებს. ასევე, განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დარჩება ნატოში უკრაინის გაწევრება”,-დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე თქვა, რომ ამჟამად ნატოს ყველაზე გავლენიანი მოკავშირე პუტინია, რადგან “ის თავისი ახირებებით ახერხებს დაბლოკოს ნატოს გადაწყვეტილებები”.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოვიდა დრო, როდესაც ევროპამ საკუთარი არმია უნდა შექმნას.

“გუშინ, მიუნხენში შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროპისა და ამერიკის ძველი ურთიერთობები სრულდება. ყველაფერი იცვლება და ამას უნდა შევეგუოთ”- თქვა ზელენსკიმ და დასძინა “დიახ, არმია, არმია სჭირდება ევროპას”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend