მთავარისაქართველოგერმანიის საელჩო: „განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო"

გერმანიის საელჩო: „განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო”

გერმანიის საელჩო საქართველოში ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. განცხადებაში საუბარია დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე. საელჩო აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

„განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ”, – წერია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულისას არ უნდა გამოიყენონ განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.

ამასთან, საელჩოს განცხადებაში საუბარია, რომ დაცული უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები.

„მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა მიიღონ საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, უნდათ დააშინონ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი, ძირითადი უფლებებით სარგებლობენ”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend