მთავარისაქართველოექიმი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

ექიმი ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ 12 თებერვალს ჟურნალისტებთან „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ექიმი ამბობს, რომ მზიას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება.

“გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების”,-აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

მისივე თქმით, ექიმების რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს. “იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ”-განმარტავს ჩხაიძე.

ექიმი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ პროცესებზე, რაც ხანგრძლივ შიმშილს ახლავს თან.

“ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს”,- ამბობს ზურა ჩხაიძე და დასძენს, რომ კლინიკა, მზად არის და ყოველდღიურად ატარებს მონიტორინგის პროცესს რათა შიმშილობა მართოს.

მზია ამაღლობელი, “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი უკვე 31 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend