მთავარისაქართველოლაშა გაბიტაშვილის თქმით, მას სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა

ლაშა გაბიტაშვილის თქმით, მას სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს. მისი თქმით, დილით საცხოვრებელ სახლთან სამი ნიღბიანი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

„ვერავის შეაშინებთ, ვერავის საერთოდ. დროა, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და ის ხალხი, ვინც ციხეშია, გამოუშვათ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევა“, – ამბობს ლაშა გაბიტაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ლაშა გაბიტაშვილს თავდასხმისას თავის არე დაუზიანეს. მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. ინგოროყვას კლინიკის ექიმის თქმით, ლაშა გაბიტაშვილს თავის ტვინის შერყევა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, მან კლინიკა ხელწერილის საფუძველზე, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. თავდასხმის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ უარყო საკუთარი ბრალეულობა ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმაში.

„თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია. როცა დააშავა და არასწორად მოიქცა, ღიად, საჯაროდ, კამერებთან, იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყო, არ მომრიდებია პასუხი გამეცა. როცა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფაა, მომავალშიც ასე ვიზამ… ეს ადამიანი პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევა – შეიძლება იყო მისი მეზობელი, ყოფილი მეგობარი, ვისაც მან შეურაცხყოფა მიაყენა! თუ ვინმეს ეჭვი ჩემზე აქვს, მე ასე არ მჩვევია!“ – თქვა ირაკლი ზარქუამ.

13 იანვარს ლაშა გაბიტაშვილს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში „ქართული ოცნების“ წევრებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც აბუ-დაბის სასამართლომ დააჯარიმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend