სხვადასხვა სახის განათებებით მორთულმა 1000-ზე მეტმა ადამიანმა კოპენჰაგენში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა.
კვირას გამართული მარათონი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელოვნებო გარბენი იყო. გარბენი კოპენჰაგენის სინათლის ფესტივალის ფარგლებში შედგა, მონაწილეები დანიის დედაქალაქის ისტორიულ ნავსადგურში განლაგებული 16 ინსტალაციის ნაწილი გახდნენ.
„ეს მშვენიერია, თავს უბრალოდ ბედნიერად ვგრძნობ. 1200 ადამიანთან ერთად სირბილი შესანიშნავია. თან ყველა იღიმება. ვინც არ დარბის, ისიც იღიმება. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს ქალაქში, კოპენჰაგენში მოსახლეობის გახალისებას უწყობს ხელს”, – ამბობს მარათონის მონაწილე ვანესა ვეგა საენცი.
ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში კოპენჰაგენში სულ 50 ინსტალაციაა მოწყობილი. სინათლის ფესტივალის ხილვა უფასოა, შესაბამისად ის ყოველწლიურად 400 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.