მთავარისაქართველოოპოზიციური პარტიები მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პარტიები მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიებისა და სხვა გაერთიანებების ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს მე-5 პრეზიდენტს შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის დახურულ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო: ოპოზიციის ერთიანი კოორდინაციას მიღწევა; მიუნხენის კონფერენციაზე მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი თემების შეჯერება; სპეციალური სასანქციო სიის შედგენა, რომელშიც მოხვდება ყველა ის პოლიციელი, პროკურორი თუ მოსამართლე, ვინც შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, „ქართულ ოცნებას” ეხმარება რეპრესიული რეჟიმის სასტიკ ქმედებებში.

„სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის საერთაშორისო ძალისხმევა, სასანქციო პოლიტიკის გაზრდაზე იყო ფოკუსირებული. ახლა შევთანხმდით იმაზე, რომ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის სანქციები ივანიშვილის ოჯახის წევრებზე, ე.წ. ბიზნესებზე – სინამდვილეში კი კორუმპირებულ ფინანსურ ელიტაზე, რომლითაც სულდგმულობს „რუსული რეჟიმი“.

ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩართულობა ამ მიმართულებით, როგორც მთავარი მაკოორდინირებელი სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების, იქნება მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის გარდა იქნებიან ე.წ. ხელშემწყობები. მოიაზრებიან მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და მოძალადეები, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობენ და ცრუ მოწმეები, ე.წ ფსევდომოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მთლიანად რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend