მთავარისაქართველო„წლიური ინფლაცია 2%-ს შეადგენს" - საქსტატი

„წლიური ინფლაცია 2%-ს შეადგენს” – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

ანალოგიური პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

1%-ით გაიზარდა ფასები ალკოჰოლსა და თამბაქოზე.

რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამ ჯგუფში ფასები 2.6%-ით შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend