დედაქალაქის გასასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. ადგილზე შსს-ს განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის სრულად გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ.