მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში ბუნდესტაგმა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

გერმანიაში ბუნდესტაგმა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მხარი დაუჭირა

გერმანიაში, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“(CDU) მთავარი ოფისის შენობასთან, ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა.

დემონსტრანტებმა გააპროტესტეს პარტიის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის მიერ შეთავაზებული მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც გერმანიის საზღვრებთან მყოფი მიგრანტების უკან გაბრუნებას ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ამ კანონპროექტის მიღება ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“(AFD) მხარდაჭერით შეძლეს.

„აღშფოთებული ვართ იმის გამო, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგში წამოაყენა ინიციატივა, რომლის მიღებაც ულტრამემარჯვენე პარტიის ხმებით მოახერხეს. ეს დასაწყისია იმ კედლის რღვევისა, რომელიც ჩვენ გერმანიაში ფაშიზმისგან და ავტორიტარიზმისგან გვიცავდა“, – ამბობს ვიბკე იუდითი, ორგანიზაცია „PRO ASYL”-ის სპიკერი.

ბუნდესტაგმა კანონპროექტი მიიღო 348 ხმით 345-ის წინააღმდეგ. 10-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის AFD-მ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ ინიციატივას.

ფრიდრიხ მერცი – AP Photo/Markus Schreiber

ფრიდრიხ მერცი მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება ვერ იქნება არასწორი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არასწორი ადამიანები უჭერენ მხარს.

გერმანია ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 23 თებერვალს ჩატარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend