მთავარისაქართველო„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“ - თბილისის მერია რიყის პარკში მომხდარზე

„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“ – თბილისის მერია რიყის პარკში მომხდარზე

რიყის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალების გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და ცილისწამება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.

სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის. უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ტრაგედია რიყის პარკში 25 იანვარს დატრიალდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 29 იანვარს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით გახდა ცნობილი. მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოზარდი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და გაიგუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend