მთავარისაქართველო“მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

“მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – საპროტესტო აქცია პროკურატურასთან

“მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – სწორედ ამ გზავნილით მზიას მხარდასაჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა დღეს თბილისში.
ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები ჯერ პროკურატურასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გადაინაცვლეს “ქართული ოცნების” ოფისთან. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგა 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჟურნალისტი საპატიმროში უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend