მთავარისაქართველო„დაველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“ - ირაკლი კობახიძე აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე

„დაველოდებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“ – ირაკლი კობახიძე აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე

საქართველოსა და აშშ-ის შორის შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური ინტერესი ვაშინგტონიდანაც იქნება.

„ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, სრული მზაობაა იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „ნებისმიერი ომის თავიდან აცილებაა შესაძლებელი“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend