მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის მცველებს ტრამპის იმედი აქვთ

უკრაინის მცველებს ტრამპის იმედი აქვთ

დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე საწვრთნელი ცენტრში, ახალგაზრდა უკრაინელები ბრძოლისწინა მომზადებას გადიან. მალე ისინი ომში ჩაერთვებიან. ფრონტის ხაზი აქედან საკმაოდ ახლოსაა.

24-ე მექანიზებული ბრიგადაში ის ახალი ჯარისკაცებიც არიან, რომლებსაც ომი საერთოდ არ უნახავთ. არიან ისინიც, ვინც  შედარებით უკანა პოზიციებიდან ფრონტის წინა ხაზზე გადმოიყვანეს.

ინსტრუქტორები ეხმიანებიან ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომ უკრაინაში ჯარში გაწვევის ასაკი 25-დან 18 წლამდე უნდა შემცირდეს. მათი  თქმით, საკმარისი ცოცხალი ძალა ჰყავთ.

„თვრამეტი წელი ძალიან ახალგაზრდა ასაკია. ეს ბიჭები ახლა ყალიბდებიან, მათ არ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ არაფერი ვთქვათ საბრძოლო გამოცდილებაზე. 18 წლის ასაკში არ იქნებოდა გონივრული, რომ მაშინვე შეტევაში წაიყვანო. თუ მას ომი უნდა, მაშინ მას გადაწყვეტილების მიღება თავისუფლად უნდა შეეძლოს. ანუ 18 წლის ასაკში, როცა უკვე ეს  შეგნებულად სურს. მაგრამ ყველასთვის სავალდებულო რომ გახადო ომი, ვფიქრობ, არასწორია“, – ამბობს ვოლოდიმირი, უკრაინელი სამხედრო.


ფრონტის წინა ხაზზე მყოფ მებრძოლებსა და მათ,   ვინც ომისთვის ემზადება,  აშშ-ის ახალი პრეზიდენტის იმედი აქვთ. მათი აზრით, ტრამპი არ  მიატოვებს უკრაინას. მებრძოლებს სურთ ომის დასრულება,  თუმცა მანამდე ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, შეიარაღებაა.

„იარაღი… უკრაინას იარაღი სჭირდება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ ნებისმიერი იარაღის გამოყენება შეგვიძლია. ჩვენ მას ვერ ვაწარმოებთ.. ასე რომ, მოგვეცით იარაღი… ამერიკის აწ უკვე მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეუძლია ამ ომის შეჩერება და ჩვენ ყველას გვესმის ეს. გარკვეული მიზეზები მას ხელს უშლის. შეიძლება შეიძლება ამის მიზეზი დროა, შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია. ერთადერთი დახმარება, რომელიც მას ახლა შეუძლია,  იარაღის მოწოდებაა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ომს უცებვე ვერ შეაჩერებს. ეს სერიოზული პოლიტიკაა. მე კი უბრალო მებრძოლი ვარ, რომლის ამოცანაც მტრის განადგურებაა“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელიც დონეცკის ოლქში საბრძოლო მომზადებას გადის.

იმ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონიდან  კრემლსა და კიევს მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მიანიშნებდა, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 90 პლანირებადი ბომბი გაუშვა და საარტილერიო საშუალებებით 151-ჯერ მიიტანა იერიში ქვეყანაზე.

პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დიალოგი მხოლოდ ძალის ჩვენებით უნდა აწარმოონ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინთან, როგორც თანასწორთან ისაუბრებენ, მას  ვერ შეაჩერებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend