მთავარისაქართველო„საქართველოს მთავრობა იღებს რეპრესიულ კანონებს და ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე“ - HRW

„საქართველოს მთავრობა იღებს რეპრესიულ კანონებს და ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე“ – HRW

546-გვერდიანი ანგარიშის 35-ე გამოცემაში Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებები მიმოიხილა 100-ზე მეტ ქვეყანაში. აღმასრულებელი დირექტორი ტირანა ჰასანი წერს, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მთავრობებმა დაარბიეს და უკანონოდ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები. 2024 წელს 70-ზე მეტი ჩატარებული არჩევნებიდან უმეტესობაში ავტორიტარმა ლიდერებმა თავიანთი დისკრიმინაციული რიტორიკითა და პოლიტიკით შეინარჩუნეს, ან მოიპოვეს ადგილი.

Human Rights Watch-მა ამ ანგარიშში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ისაუბრა და ვრცელი სტატია მოამზადა სათაურით „საქართველოს მთავრობა ქმნის რეპრესიულ კანონებს და ძალადობს მშვიდობიან მომიტინგეებზე“. სტატიაში ასევე წერია, რომ მთავრობას დაუნდობლად მიჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რაც საქართველოსთვის უცნობია, თუმცა ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია ავტორიტარული ქვეყნებისთვის. მთავრობამ 26 ოქტომბერს მოიპარა ქართველი ხალხის ხმები და არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში გაკეთებული განცხადებით შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის 80%-ს, რომელთაც სურთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.

სტატიაში ქრონოლოგიურად არის აღწერილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები საპოლიციო ძალების მიერ ძალის გადამეტების შესახებ. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ სპეცრაზმი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფები სცემდნენ ჟურნალისტებს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკოსებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend