15 იანვარს 15:00 საათიდან დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია – ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება. განცხადებებს გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანიები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.