მთავარისაქართველოლეგენდარული Rolling Stone Magazine სასტუმრო „ტელეგრაფში"

ლეგენდარული Rolling Stone Magazine სასტუმრო „ტელეგრაფში”

სასტუმრო „ტელეგრაფის” ბოლო სართულზე, ლეგენდარული ბრენდის „როლინგ სტოუნის“ კლუბი გაიხსნება. ეს იქნება, ამ ბრენდის პირველი კლუბი  რეგიონში, სადაც ასევე ღონისძიებათა სივრცეა გათვალისწინებული.

სასტუმრო „ტელეგრაფი”, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის The Leading Hotels of The World-ის წევრია, პირველ სტუმრებს 2025 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს. სასტუმრო „სილქ დეველოპმენტის“ მიერ შეიქმნა და მას „სილქ ჰოსფითალითი“ მართავს.

სასტუმრო ტელეგრაფი, ისევე, როგორც „როლინგ სტოუნის” სივრცე, განკუთვნილია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც განსხვავებულ გამოცდილებას ეძებენ. „სილქ ჰოსფითალითი“ სიამაყით აცხადებს, რომ სასტუმრო „ტელეგრაფი” რეგიონის განსაკუთრებული მიზიდულობის წერტილად იქცევა.  Rolling Stone Magazine-ს სივრცე კი გართობისა და დასვენების ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი იქნება.

მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული დიზაინის სტუდიის Neri&Hu-ს მიერ დაპროექტებული სასტუმრო ტელეგრაფი, რომელიც თბილისის ცენტრშია განლაგებული, უმაღლესი კლასის მომსახურების სტანდარტს დაამკვიდრებს. იგი გამორჩეული იქნება უნაკლო სერვისით, უნიკალური იდენტობითა და სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სტანდარტებით.

ლეგენდარული „როლინგ სტოუნის“ ბრენდის ტელეგრაფში შემოსვლა სრულ თანხვედრაშია „სილქ როუდ ჯგუფის” ხედვასთან. „როლინგ სტოუნი“ თავისი 50-წლიანი ისტორიით ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მედიაა, რომელიც გლობალურად, მუსიკალური კულტურის ყველა ასპექტზე სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდის 60 მილიონზე მეტ მკითხველს.

„როლინგ სტოუნი” სასტუმრო „ტელეგრაფის” სტუმრებს გასართობი თუ საინფორმაციო თვალსაზრისით დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება. „როლინგ სტოუნის ბარი“ სტუმრებს საოცარ მოგზაურობას შესთავაზებს მუსიკის ისტორიაში, მათ შორის „როლინგ სტოუნზის“ ლეგენდარული მუსიკოსების ისტორიას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend