მთავარიამერიკავენესუელალათინური ამერიკის ქვეყნებში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას აპროტესტებენ

ლათინური ამერიკის ქვეყნებში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას აპროტესტებენ

ლათინური ამერიკის ქუჩებში, ხალხი ნიკოლას მადუროს მესამე ვადით ინაუგურაციის წინააღმდეგ გამოვიდა. პროტესტის გამოხატეს ბრაზილიაში, კოპაკაბანას საკულტო სანაპიროზე, სადაც აქციის მონაწილეების მთავარი დევიზია თავისუფლება ვენესუელას.

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში შეკრებილმა ხალხმა კი უკვე იცოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ვენესუელის ოპოზიციონერი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.

არგენტინაში ვენესუელელები შეიკრიბნენ პლაზა დე მაიოში. აქციის მონაწილეებს, ვენესუელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რიჩარდ ბლანკომ მიმართა.

მექსიკაში აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს. მას ხალხი მოუწოდებს დიქტატურას მხარს ნუ დაუჭერს. ვენესუელის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ, მადურო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.

ვენესუელის ოპოზიციის მტკიცებით, ოპოზიციის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გონსალესმა მოიპოვა გამარჯვება და შესაბამისი მტკიცებულებებიც წარადგინეს.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, ვენესუელას პრეზიდენტად გონსალესი აღიარეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა გამართა, ვენესუელაში ოპოზიციის მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ ედმუნდო გონსალესთან. ბაიდენმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხალხი იმსახურებს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend