საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უპასუხა საფრანგეთის ელჩს საქართველოში, შერაზ გასრის გუშინდელ განცხადებას, იმავე პლატფორმაზე.
საფრანგეთის ელჩმა დაწერა, რომ – “ემანუელ მაკრონი დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლების მხარდაჭერას ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ასახელებს. ის საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს”.
Not that I intend to interfere in French domestic politics but considering that 61% of the French support President Macron’s resignation and 50% want the dissolution of the National Assembly, new elections could be a good way out of the political crisis.https://t.co/u6Tu9eupo0 https://t.co/auzvvPQHk0
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 7, 2025
შალვა პაპუაშვილმა კი თავის მხრივ თქვა, რომ – “საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50% სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები, შეიძლება, პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი იყოს საფრანგეთში”.