„მასწავლებლის ადგილი არის სწორედ იქ, სადაც არის ევროპის გზა. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები დგანან“.
პროტესტის 21-ე დღეს მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობამდე მივიდნენ.