საქართველოს მთავრობის პლატფორმა X-ის გვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ხუთ ევროპულ ქვეყანას: უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს, თუმცა დასახელებული ქვეყნებიდან სამი ემიჯნება მთავრობის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას.
ესპანეთი: „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუშინ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს”.
იტალია: „იტალია მხარს უჭერს უმაღლესი წარმომადგენლის, კალასის, მიერ შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებებს”.
რუმინეთი: „ღრმად იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების არაზუსტ წარმოჩენასთან დაკავშირებით”.