მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება

უკრაინა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება

სანქციების უკრაინელი ექსპერტი, ვლადისლავ ვლასიუკი, ამბობს, რომ ევროკავშირმა რუსეთს კვლავ უნდა დაუწესოს სანქციები. 

ვლასიუკი საუბრობს ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესახებ, რომელსაც მოსკოვი ნავთობისა და საწვავის ტრანსპორტირებაზე დადგენილი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად იყენებს.

„სწორედ ამ მომენტში ჩვენ მუშაობა უნდა დავიწყოთ სანქციების შემდეგ პაკეტზე, რომელიც მაქსიმუმ თებერვლის ბოლოს უნდა მიიღონ. ეს სანქციები უფრო მიზნობრივი უნდა იყოს. ის, რაც მიიღეს, საკმარისი არ არის“, – ამბობს ვლადისლავ ვლასიუკი, უკრაინელი ექსპერტი.

ვლადისლავის თქმით, კიევს ევროკავშირისგან ფინანსური და ენერგოსანქციები სურს.

 

„ახლა ვცდილობთ, სანქციების საკითხთან დაკავშირებით გავაფართოოთ თანამშრომლობა კომისრებთან და სხვადასხვა პირთან. ეს მოიცავს ფინანსურ და, რა თქმა უნდა, ენერგოსანქციებს, რომლებიც შეეხება რუსულ ნავთობკომპანიებს. ეს პროცესები კაია კალასის ჩართულობას მოითხოვს“, – ამბობს ვლადისლავ ვლასიუკი.

Bloomerang-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ბაიდენის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას განიხილავს.

ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების უმთავრესი წყაროა, რომელიც არაერთხელ ყოფილა დასავლეთის სანქციების სამიზნე.

„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი პუტინს ომის გაგრძელებაში ეხმარება. შესაბამისად, ვფიქრობ, სიტუაცია უკვე გასაგებია და იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ახალ მთავრობასთან ტერორისტული რეჟიმების წინააღმდეგ სანქციების საკითხის განხილვას გავაგრძელებთ“, – ამბობს ვლადისლავ ვლასიუკი.

ამჟამად, ჩინეთი და ინდოეთი რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველები არიან. ხშირად ეს ნავთობი ევროკავშირის ბაზარზეც ხვდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend