პარლამენტის ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუკზე” გამოქვეყნდა. შეწყალების აქტი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოიცა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კონკრეტული პირები გათავისუფლდნენ პატიმრობის პერიოდში გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულების გამო. გავრცელებულ განცხადებაში არ წერია, რომელ მუხლებსა და რა ტიპის დანაშაულს შეეხო შეწყალება.
მიხეილ ყაველაშვილის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს.
„თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა, თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით”, – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.