„დემოკრატიის კვლევის ცენტრი” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ქართული ოცნება“ მშვიდობიან დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის.
DRC-ის თანახმად, 6-7 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე გამოსულ დემონსტრანტებს სახელმწიფომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაუპირისპირა არაპროპორციული ძალა.
ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევები და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად.