მთავარისაქართველოსაპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და მისი მოადგილეების გადადგომა იყო.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო ახალისებს დასმენას, ემუქრება დირექტორებს, მასწავლებლებს, პროფესორებს, მოსწავლეებსა და საკუთარ თანამშრომლებს.

„განათლების სისტემაც არის იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც გარეთ ვხედავთ. მოვითხოვთ მენეჯმენტის გათავისუფლებას, რომელსაც განათლებასთან არაფერი აქვს კავშირი”, – ამბობს განათლების ექსპერტი გიორგი ჭანტურია.

6 ნოემბრის აქციაზე მოქალაქეები ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები შიშობენ, რომ შედეგად, გართულდება გაცვლითი პროგრამების განხორციელება და საქართველოში მიღებული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება.

„განათლების სისტემა საქართველოში დიდი ხანია პარტიული კონტროლს ექვემდებარება. ვნახეთ მოწოდებები ბოლო დროს განათლების სამინისტროსგან იმის თაობაზე, რომ სასწავლო პროცესი არ უნდა შეფერხდეს. სასწავლო პროცესს აფერხებს სამინისტრო, რადგან დღეს შეგვიჩერეს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის წევრობა, რის შემდეგაც უფრო რთული იქნება საქართველოში მიღებული დიპლომების აღიარება”, – აცხადებს განათლების ექსპერტი ლელა ჩახაია.

მოქალაქეების მოთხოვნებს შორის არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend