მთავარისაქართველოსაქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეთმანეთისგან განსხვავებული ცნობები გამოაქვეყნეს

საქართველოსა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეთმანეთისგან განსხვავებული ცნობები გამოაქვეყნეს

მას შემდეგ, რაც მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიელ კოლეგას, ალექსანდერ შალენბერგს შეხვდა, მხარეებმა შეხვედრის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს და რომ მაკა ბოჭორიშვილმა „კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში და მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი ავსტრიის ურყევი მხარდაჭერისათვის“, თუმცა ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რასაც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის პლატფორმა X-ზე წერს.

ალექსანდერ შალენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი „უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით“.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს იმასაც, რომ შეხვედრაზე მან ხაზგასმით აღნიშნა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობა და რომ დროა, პოლარიზაციის დეესკალაციის მიზნით ხელისუფლებამ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend