მთავარისაქართველოუფროსი თაობის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს

უფროსი თაობის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია გამართეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შუადღის პირველი საათიდან, უფროსი თაობის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ბებია-ბაბუების თაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გვერდში უდგანან ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთიანი და ევროპული საქართველოსთვის იბრძვიან.

უფროსი თაობის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ ადრე თავადაც მდგარან არაერთ აქციაზე იმისთვის, რომ მათ შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ.

აქციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, პარლამენტთან შეკრებისკენ გუშინ ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ მოუწოდა. მან თქვა, რომ ბებია-ბაბუები საპროტესტო აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს გვერდში უნდა დაუდგნენ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend