მთავარიმსოფლიოNATOსაქართველოსა და უკრაინის დახმარება - მარკ რუტეს განცხადებები ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე

საქართველოსა და უკრაინის დახმარება – მარკ რუტეს განცხადებები ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე

ბრიუსელში 3 და 4 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ოფიციალურ ღონისძიებაზე განსახილველ საკითხთა შორის უმთავრესია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებების შეჩერებასთან. ასევე ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე. როგორც ცნობილია, მინისტერიალს არ ესწრება ქართული დელეგაცია.

პასუხად შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობა და თავისუფლება.

„ძალადობის შესახებ ცნობები ღრმად შემაშფოთებელია და მე მას ცალსახად ვგმობ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას. ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ინტერესშია. ნატო არის საერთო ღირებულებებზე, ისევე როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეებისადმი პატივისცემაზე დაფუძნებული ალიანსი. ეს ეხება არა მხოლოდ დემოკრატიის იდეას, არამედ მის განხორციელებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მტკიცედ მწამს, რომ ეს ღირებულებები ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია.

როგორც ვხედავ, ყველა მოკავშირე მკაფიოდ აცხადებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცვლილებას ემსახურება, უნდა შეიცვალოს. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დარჩეს იმ გზაზე, რომლისკენ აქტიურად სწრაფვის გადაწყვეტილებაც მიიღო რამდენიმე წლის წინ და არ დაიხიოს უკან“, – ამბობს მარკ რუტე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend