მთავარისაქართველოსაზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი დემონსტრანტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი დემონსტრანტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მოქალაქეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე დემონსტრაციის დაშლა დაიწყეს.

მეორე დღეა, მოქალაქეები პირველი არხის შენობასთან იკრიბებიან და ტელევიზიას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის სრულ და სამართლიან გაშუქებას სთხოვენ. ამასთან ერთად, მოქალაქეების ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნაა გადადგნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, თინათინ ბერძენიშვილი და  პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება და ყოველდღიურად არ დაეთმობა ეთერი კრიტიკულ ხმას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი ადამიანების ერთ-ერთი მოთხოვნა პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობაც იყო.

,,მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონი ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მის განცხადებას მალევე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებელი:

,,ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი“, — წერია პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა და ექსკლუზიური ინტერვიუ სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend