მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ვლადიმერ პუტინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

გუშინ, 28 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვსა და თბილისს ოფიციალურად დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ და რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა. აგრეთვე, ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაოცებულია იმ სიმამაცით, რომელიც საკუთარი პოზიციის დასაცავად გამოიჩინეს.

„ოფიციალურ დონეზე ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ვერევით, არც კი ვეხებით ამ საკითხს. რაც შეეხება დასავლეთის ჩარევას, იმავეს თქმა ჩემს დასავლელ “კოლეგებზე” არ შემიძლია. რატომ? იმიტომ, რომ თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანია დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ისინი ხელფასებს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებისგან იღებენ და თუ შევხედავთ, რამდენი ადამიანი გამოდის აქციაზე, რეალისტურ სურათს მივიღებთ. უბრალოდ ობიექტურად დააკვირდით მოვლენებს და ყველაფერი გასაგები გახდება. ეს ინფორმაცია ნახევრად ღიაა – ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს, დანარჩენები კი მოედანზე ასრულებენ. როდესაც საქართველოში ეს მოვლენები დაიწყო, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვადევნებდი თვალს. საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ გამაოცა მათმა სიმამაცემ, რომელიც საკუთარი პოზიციის დასაცავად გამოიჩინეს“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დიპლომატიური ვიზიტითაა ჩასული. ის ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე კონსულტაციები გამართა. სწორედ ერთ-ერთი ბრიფინგის დროს გამოეხმაურა ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend