მთავარიEuropean Unionევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით.

ევროკომისიის დამტკიცებას ხმა მისცა ევროპარლამენტის 370-მა წევრმა, 282 კი წინააღმდეგი იყო. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

მათ შორის, ვინც მას მხარი დაუჭირა, იყვნენ „სოციალ-დემოკრატები“, „ევროპის სახალხო პარტია“ და “განაახლეთ ევროპა”. მწვანეთა და ევროპელი კონსერვატორების, ასევე რეფორმატორების ხმები გაიყო. რადიკალმა მემარჯვენეებმა, ულტრამემარჯვენეებმა და მემარცხენე ჯგუფებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი:

,,ჩვენ ვიმუშავებთ ყველა დემოკრატიულ პროევროპულ ძალასთან ამ პალატაში. და როგორც ეს ჩემი პირველი მანდატის დროს იყო, ვიმუშავებ ცენტრიდან. ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკომისიის პრეზიდენტი. ბოლო კვირების განმავლობაში თქვენ ყურადღებით აკვირდებოდით ევროკომისიის ყველა წევრს. თქვენ გამოცადეთ მათი პასუხისმგებლობა იმ სამუშაოებთან დაკავშირებით,  რომლებიც მათ უნდა გასწიონ. ვიცი, რომ ეს ადვილი არ იყო. მაგრამ უთანხმოების დაძლევა და კომპრომისზე წასვლა დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაიკავებს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი კი სლოვენი დიპლომატი, მარტა კოსი იქნება.

ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან შეუდგებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend