მთავარიმსოფლიოისრაელი და „ჰეზბოლა" შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდეს

ისრაელი და „ჰეზბოლა” შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდეს

ვარაუდობენ, რომ ისრაელ-ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება.

დიპლომატებისა და სხვა ოფიციალური პირების თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორია, რომლებიც ვითარებას ართულებს, თუმცა შეთანხმებისთვის საჭირო ყველა პირობა უკვე შექმნილია.

გუშინ, 25 ნოემბერს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლაა.

„რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ საბოლოო რეზოლუციის მიღების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. იმედს ვიტოვებთ, რომ შეთანხმება შედგება. აუცილებელია, ორივე მხარე დავითანხმოთ პირობებზე“, – ამბობს მეთიუ მილერი.

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, შეთანხმება შესაძლოა ითვალისწინებდეს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ ლიბანიდან, „ჰეზბოლას“ მებრძოლების კი ისრაელის საზღვრიდან 32 კილომეტრის მოშორებით გაყვანას.

თუმცა მხარეებს აქვთ თავიანთი პირობებიც. ისრაელი მოითხოვს, ლიბანში სამხედრო ოპერაციის წარმოების უფლება დაიტოვოს იმ შემთხვევაში, თუ „ჰეზბოლა“ შეთანხმების პირობებს დაარღვევს. ლიბანს კი ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება სურს ცამეტი სასაზღვრო დავის შესახებ.

დღეს, 26 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ჩანიშნა.

კაბინეტმა უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმება ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის უკვე გაფორმდა 2006 წელს, თუმცა მისი პირობები ბოლომდე არცერთ მხარეს არ შეუსრულებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend