ინდაურების შეწყალების ტრადიციის თანახმად, რომელიც აშშ-ში 1947 წელს დამკვიდრდა, წელს ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორ ინდაური – ფიჩი და ბლოსომი შეიწყალა.
ფრინველების შეწყალების ყოველწლიური ცერემონია ვაშინგტონში სადღესასწაულო სეზონის არაოფიციალურ გახსნად მიიჩნევა.
ინდაურები შესაწყალებლად პირველად 1947 წელს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ წარუდგინა. წელს მადლიერების დღე აშშ-ში ოფიციალურად 28 ნოემბერს აღინიშნება.