მთავარიკუბიზელენსკი: დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა კონფლიქტის ესკალაციაა

ზელენსკი: დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა კონფლიქტის ესკალაციაა

„თუ რუსეთის ქმედებებს მკაცრი რეაქცია არ მოჰყვება, ისინი ჩათვლიან, რომ ასეთი ქცევა დასაშვებია“ , – ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება ქალაქ დნიპროზე თავდასხმის მიზნით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვის მიერ განხორციელებული უკვე მეორე ნაბიჯია, რაც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს.

პირველ ასეთ ნაბიჯად, ზელენსკიმ ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების გამწესება დაასახელა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend