მთავარიკუბიუკრაინამ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბრიტანული Storm Shadow გამოიყენა

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბრიტანული Storm Shadow გამოიყენა

უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow რუსეთზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს BBC, Guardian და Bloomberg. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებს.

„ტელეგრამზე” რუსული არხები ავრცელებენ, სავარაუდოდ, Storm Shadow-ს ფრაგმენტებს, რომლებიც იპოვეს კურსკის ოლქში, სოფელ მარინოში. მედია არ ასახელებს ზუსტ სამიზნეს, თუ რა მიმართულებით გამოიყენეს ბრიტანული რაკეტა, თუმცა უკრაინული სამხედრო გამოცემა „დეფენს ექსპრესი” მიიჩნევს, რომ სამიზნე იყო კურსკის ოლქის სანატორიუმი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკუთვნის. სანატორიუმში შესაძლოა განთავსებული იყვნენ რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი და ჩრდილოკორეელი სამხედროებიც.

უკრაინისთვის გადაცემულ Storm Shadow-ს უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე იყენებდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმისთვის.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ აპირებს უკრაინას გადასცეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები. თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა რუსეთის არმიის მიერ ტაქტიკის შეცვლაა. ოსტინის თქმით, რუსები აღარ მოქმედებენ მექანიზებული ძალებით, არამედ ქვეითებით, რომლებსაც შეუძლიათ წინ წაიწიონ. ოსტინის თქმით, ეს არის ნაღმები, რომლებიც არ არის მუდმივი მოქმედების და შესაძლებელია გაკონტროლება.

17 ნოემბერს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას საშუალება მისცა, გამოიყენოს ამერიკული ბალისტიკური რაკეტები ATACMS რუსეთის ტერიტორიაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend