კატეგორიები
The Guardian პლატფორმა X-ზე სტატიებს აღარ გამოაქვეყნებს
კუბი

The Guardian პლატფორმა X-ზე სტატიებს აღარ გამოაქვეყნებს

ბრიტანული გაზეთი The Guardian პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) მასალებს აღარ გამოაქვეყნებს.

გამოცემის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პლატფორმაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა რადიკალი მემარჯვენეების შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის შემცველი ინფორმაციის სიხშირე.

X-ისთვის ბოიკოტის მიზეზად The Guardian ასევე ასახელებს მისი მფლობელის, ილონ მასკის, ფაქტორსაც. როგორც ბრიტანული გაზეთის წარმომადგენლები განმარტავენ, ილონ მასკმა პლატფორმა პოლიტიკური დისკურსის ფორმირებისთვის გამოიყენა.

Latest video