აშშ-ის კვლევითი ლაბორატორიიდან გაქცეული 43 მაიმუნიდან 25 უკვე დაიჭირეს და ისინი უსაფრთხოდ არიან. დანარჩენი 18 მაიმუნის ძებნა კი ისევ მიმდინარეობს.
სამხრეთ კაროლინაში მდებარე კვლევითი ცენტრიდან 43 მაიმუნი მას შემდეგ გაიქცა, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კარი ღია დარჩა.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სანამ ყველა მაიმუნს არ დააბრუნებენ ლაბორატორიაში, მანამდე სიფრთხილე გამოიჩინონ, დახურონ კარი და ფანჯრები.