ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერები სოციალურ ქსელებში დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, ბიზნესმენი, პლატფორმა “იქსის”, “სფეის იქსისა” და “ტესლას” მფლობელი ილონ მასკია, რომლის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე არაერთხელ თავად ტრამპმა ისაუბრა.
არჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოხატა, მარკ ცუკერბერგმა, ჯეფ ბეზოსმა და ტიმ კუკმაც.