მთავარისაქართველოISFED -“ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა რეგისტრირებულთა რაოდენობას აჭარბებს”

ISFED -“ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა აქტიურობა რეგისტრირებულთა რაოდენობას აჭარბებს”

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) განაგრძობს არჩევნების შედეგებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების ანალიზს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებას ახალი ანგარიში წარუდგინა. “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამჯერად ყურადღება გაამახვილეს გენდერულ ჭრილში ამომრჩეველთა აქტივობის საკითხზე.

ISFED-ში ვარაუდობენ, რომ ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზოგიერთ უბანზე სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობასთან შედარებით კაცების აქტივობა 100%-ზე მაღალი იყო, რაც მათივე თქმით, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

“26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას, როდესაც შევხედეთ, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ ნაწილთან დაკავშირებით. კონკრეტულად, კაცებისა და ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით.

მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-100%-მდე იყო, ქალების აქტივობა ამ შემთხვევაში იყო მაგალითად 57% და გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როცა ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება – მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული, ანუ, რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

სამართლიანი არჩევნების ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალის. 275-დან 67 საარჩევნო უბანზე ეს განსხვავება კაცების შემთხვევაში 30%-ზე მეტი პროცენტული სხვაობაა, ხოლო 12 საარჩევნო უბანზე, 30%-ზე ქალების შემთხვევაში. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების რაოდენობა – მოსული ადამიანების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს”, -განაცხადა ISFED-ის დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend