საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოლდოვის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა – მოლდოვის არჩევნები კი საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო მტკიცებულება.
Moldovan elections are the best “evidence” of stolen Georgia’s elections: despite similar Russian interference and massive rigging, Moldova was saved by 300.000 diaspora voters… our 1000.000 strong diaspora was barred. only 34 000 were “allowed” to vote.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 4, 2024
“რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.