მთავარიაზიაღაზაUNISEF: ბოლო 24 საათში ღაზაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

UNISEF: ბოლო 24 საათში ღაზაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ ღაზაში, ქალაქ ხან-იუნისში, ქუჩაში შეკრებილ ადამიანებზე მიიტანა იერიში, რომელსაც რვა პალესტინელის, მათ შორის ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ღაზის ჩრდილოეთში კი ისრაელი დრონით  დაესხა თავს კლინიკას, სადაც ბავშვებს პოლიომიელიტის ვაქცინაცია უტარდებოდათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები საფრთხეს უქმნის ზოგადად ბავშვების ჯანდაცვას.

ამ შემთხვევის გამო შესაძლოა, მშობლებმა აღარ მიიყვანონ ისინი  აცრაზე. იუნისეფის ინფორმაციით, ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა.

ამავდროულად, ისრაელმა განაცხადა, რომ მათ სახმელეთო ოპერაცია ჩაატარეს სირიის ტერიტორიაზე და დააკავეს მოქალაქე, რომელიც, მათი მტკიცებით, ირანთან იყო კავშირში. ისრაელმა მიმდინარე წელს რამდენჯერმე მიიტანა ავიაიერიში სირიის ტერიტორიაზე, თუმცა სამხედროები იქ  მან პირველად გაგზავნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend