ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში, წყალდიდობას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დასუფთავების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ქუჩებში, თითქმის ყველგან, დაზიანებული ავტომობილებია. სახლები კი მთლიანად ტალახითაა დაფარული. ადგილობრივი მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქტების გარეშეა დარჩენილი.

დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები. ჯერჯერობით ელექტროენერგია მიეწოდებათ, თუმცა არ აქვთ სასმელი წყალი.
წყალდიდობის შედეგად განადგურდა მოსავალი, უამრავი ხიდი და შენობა წყლის ნაკადმა წალეკა.

ერთ-ერთი ფერმერის ჯონათან პერესის აზრით, მოსავლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ჯერ მოსავალს უნდა მოაშორონ მთელი ჭუჭყი, შემდეგ დაელოდონ, როდის დაიწევს წყალი.
მადრიდისა და ბარსელონის ფეხბურთის გუნდებმა ვარჯიშის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
შექმნილი ვითარების გამო ესპანეთის მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.