პოლიტიკური პარტია “გირჩი” 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად.” – ნათქვამია განცხადებაში. ცესკოს მონაცემებით გირჩმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3% მიიღო და ვერ გადალახა 5%იანი ბარიერი.